ამერიკული კომპანიები ვიზებთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

0
კომპანია Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. “ჩვენი იმიგრანტი საზოგადოების, ისევე როგორც თავად კომპანია Apple-ის სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია და იმედი გვაქვს, რომ ამერიკული ოცნება კვლავ შენარჩუნდება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ გავრცელებული ინფორმაციით”, - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. კომპანია Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი დადებითად აფასებს იმიგრანტთა როლს ამერიკის ეკონომიკურ წარმატებებსა და ტექნოლოგიურ ლიდერად გადაქცევის საკითხში. აქვე იმედგაცრუებას გამოთქვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. თემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ სმიტმა, Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბენიოფმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა. კომპანია Twitter-მა ორშაბათს, 22 ივნისს, აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის მავნე უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, 2020 წლის ბოლომდე კონკრეტული კატეგორიის ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე. საუბარია H1-B, H-4 H-2B და L-ის ტიპის, ასევე J ტიპის ვიზის უმეტესს დოკუმენტაციაზე. გარდა ამისა, ე.წ. Green Card-იც დროებით (31 დეკემბრამდე) შეჩერდა. აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და 13, 3%-იან უმუშევრობის დონეს უკავშირდება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
USA
companies
visa
Trump
restriction
headline
0