"ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს" - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

0
“არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის” – ამის შესახებ 19 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მიიღო ბიჭმა დაზიანებები ჯერჯერობით ოჯახს არ მიუღია. ექსპერტი: გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება “ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელ ტანზე, როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე. ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გიორგი შაქარაშვილის საქემესთან შემხებლობაში მყოფ პირებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მათი ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი „ოქროს მოწმე“ იკვეთება, რომელსაც შესაძლოა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გიორგის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4 დღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შემდედ, მყვინთავებმა ბიჭის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი ვითარების მსხვერპლია…გვეგონა, რომ ხორავას ტრაგედიის შემდეგ ეს დასრულდებოდა – გარდაცვლილის ბიძა.
0