20 წლის ბიჭი, რომელიც ფანჯრიდან გადავარდა, გარდაიცვალა

0
20 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ფანჯრიდან გადავარდა, გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას "კლინიკა რუსთავში" გადიოდა. ახალგაზრდა 13 ივნისს, მაღალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. კლინიკაში შეყვანისას მას მრავლობითი მოტეხილობა და ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველივე დღიდან კრიტიკული იყო.
0