საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი

ByOn.geGeorgia
0
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 917-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი.
ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 917 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 744 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 258.
#News
#Covid19
ByOn.geGeorgia
0