როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი?

0
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე გახდება საჭირო. “რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე... ეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას, სრული მასშტაბით, არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხზე. მისი თქმით, ისინი ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე ევროკავშირი. “ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს... ძალიან დაცული რეგულაციები იქნება, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც.”
#ტურიზმი
#ახალიამბავი
#საერთაშორისოტურიზმი
BatumiDaily
0