მაღალანაზღაურებადი ორკვირიანი საზაფხულო სამუშაო სტუდენტებისთვის

0
სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” პროექტ “ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2020 საქართველოში”-ს ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე.​ დედლაინამდე კი სულ 3 დღე რჩება. ბანაკი 2020 წლის 15 აგვისტოს გაიხსნება და 30 აგვისტოს დაიხურება. ახალგაზრდობის სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტ „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2020 საქართველოში“. ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ტოლერანტული გარემოს, თანამშრომლობისა და მულტიკულტურული ახალგაზრდული პლატფორმის შესაქმნელად, არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენებით. ბანაკი წარმოადგენს საქართველოში ევროპული სკოლის მოსამზადებელ ეტაპს. ევროპულ სკოლაში 2 წლის მანძილზე ისწავლის 35 ახალგაზრდა საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. სსიპ – “ახალგაზრდობის სააგენტო” აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე: 1. ტრენერი ადგილების რაოდენობა: 8 პოზიცია; პოზიციაზე ხელფასი: 1722 ლარი დარიცხული 2. ლიდერი ადგილების რაოდენობა: 4 პოზიცია. პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 1075 ლარი დარიცხულ 3. კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი ადგილების რაოდენობა: 1 პოზიცია პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 1083 ლარი დარიცხული 4. DJ ადგილების რაოდენობა: 1 პოზიცია პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 920 ლარი დარიცხული 5. სპორტული ოფიცერი ადგილების რაოდენობა: 1 პოზიცია პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 920 ლარი დარიცხული 6. ფოტო-ვიდეო ბლოგერი ადგილების რაოდენობა: 1 პოზიცია პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 1230 ლარი დარიცხული 7. ინგლისური ენის ტუტორი ადგილების რაოდენობა: 2 პოზიცია პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 920 ლარი დარიცხული 8. საწყობის კოორდინატორი ადგილების რაოდენობა: 1 პოზიცია პოზიციაზე ხელფასი შეადგენს 920 ლარი დარიცხული ინფორმაციას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ -
0