ისლამ სლიმანი მონაკომ იუარა

0
"მონაკომ" "ლესტერის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, ისლამ სლიმანის შესყიდვა იუარა, რომელმაც 2019/20 წლების სეზონი გუნდში იჯარით გაატარა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Goal.com ავრცელებს. 32 წლის ალჟირელმა მონაკოელთა რიგებში 19 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ახლა კი, სლიმანი "ლესტერის" განკარგულებაში დაბრუნდება, "მელიებთან" კონტრაქტის ვადა მას 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
0