გლობალური დათბობა სიცრუეა

0
პირველად ეს თეორია წამოაყენა ბრიტანულმა „მეოთხე არხმა” 1990 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტურ ფილმში. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერმა უილიამ გრეიმ კი მიზეზებიც შეადგინა, რის გამოც მისი აზრით, გლობალური დათბობა რეალობას მოკლებულია. „განა შეიძლება ვენდოთ იმათ წინასწარმეტყველებებს მომავალი 100 და 200 წლის შესახებ, ვინც 1 წლის ამინდსაც ვერ საზღვრავს უშეცდომოდ?” მეცნიერი ამბობს, რომ ტემპერატურა ნელ-ნელა მართლაც იმატებს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი ნაბიჯებით ხდება და მასშტაბური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ 15-20 წელიწადში ყველა მიხვდება მისი მოსაზრების სისწორეს.
news
opinion
0