უკაცრიელი ახალი ბულვარი

0
თავდაპირველად, როცა ახალი ბულვარის ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო, ყველა ადგილობრივი, რაღაც გრანდიოზულის და ახალი საყვარელი ადგილის მოლოდინში იყო. თითქოს, გარკვეული ხანი ასეც მოხდა და ის ყველამ თანაბრად შევიყვარეთ, მაგრამ, თანდათან, როგორც მობეზრებული საჩუქარი მივივიწყეთ და ისევ ძველ ბულვარს დავუბრუნდით. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კუთხეებს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ახლის ასე რადიკალურად "გარიყვა" მაინც ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა ჩემთვის. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა რომ აღვიქვი, ცოტა არ იყოს მივხვდი, რატომ სტუმრობს მას თითო-ოროლა ადამიანი და რატომ არ გამოირჩევა იგი ხალხმრავლობით.
მართალია, აქ ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, ზოგიერთი ტერიტორია მაინც მივიწყებული და ხშირად, დაბინძურებულ-დამახინჯებულია. თუმცა, აქ მიმდინარე სამუშაოები გვაფიქრებინებს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და ბევრ საინტერესო ობიექტს, კიდევ უფრო მეტი შეემატება და იგი ძველ თუ ვერ დაიბრუნებს, ახალ იერსახეს მაინც მიიღებს.
#ახალიბულვარი
#ბულვარი
#ბათუმი
#ფოტოკოლაჟი
#batumidaily
0