გაიგეს რომ გიორგი მკვდარია და 17-დან არც ერთს არ გაუჩნდა სურვილი სიმართლე მოეყოლა…

0
“იმაზე უბედურება არაფერია, როცა 19 წლის ბიჭი მიწაში ჩააწვინეს….” - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში „ენერგოპრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურის უფროსი, ჟურნალისტი ავთო დვალიშვილი. „ასევე არანაკლებ უბედურებაა, რასაც გიორგის ბიძა ამბობს… თავისი სურვილით არავინ მისულა ჩვენების მისაცემად…. ანუ გაიგეს რომ გიორგი მკვდარია და რა მოხდა, როგორ მოხდა, ამის შესახებ რომ სიმართლე ერთქვათ, ამის სურვილი არავის გასჩენია… 17 ადამიანი დააკავეს და აქედან ერთსაც კი არ გასჩენია სურვილი ის მოეყოლა გამოძიებისთვის რაც თავისი თვალით ნახა… 20-25 წლის კაცმა ვერ გაანალიზოს და ვერ გათვალოს ყველაფერი გამორიცხულია…. ანუ ის გამიზნულად მალავს რაღაცას, თავისი ნებით არ მოყვება გამიზნულად… შესაძლოა 18-19 წლის ბიჭებმა ვერ გათვალონ, ვერ მიხვდნენ რაღაცეებს, მაგრამ მათ ხომ ყავთ მშობლები… მამა, დედა… ნუთუ ერთმა მშობელმა მაინც არ ურჩია შვილს რომ სიმართლე ეთქვა… თუმცა არავინ იფიქროს მშობლებს ვადანაშაულებ რამეში… ყოველთვის არ გამოდის ისე როგორც მშობელს უნდა…. არცერთ მშობელს უნდა თავისი შვილი ასეთი შემთხვევის მონაწილე იყოს…”, - წერს ავთო დვალიშვილი. შაქარაშვილი დვალიშვილი
TbilisiDaily
0