2019 წელს ვოგის ყდაზე 178 მოდელი დაიბეჭდა – სტატისტიკა

0

2019 წელს მსოფლიოში ვოგის 308 ნომერი გამოიცა. 178 მოდელს მიეცა შესაძლებლობა ვოგის გარეკანი დაემშვენებინა. ყველაზე ბევრი მოდელი რუსული ვოგის ყდაზე დაიბეჭდა. გასულ 12 თვეში რუსული გამოცემის ყველა გარეკანს პროფესიონალი მოდელი ამშვენებდა. 308 ვოგში დაბეჭდილი მოდელებიდან 35% იყო ფერადკანიანი. ყველაზე ბევრი ფერადკანიანი პიროვნება ინდურ ვოგში მოხვდა, ყველაზე ცოტა (არც ერთი) პოლონურში. 178 მოდელიდან, რომელიც ყდაზე მოხვდა, 31 მოდელი არის 35 + ასაკის კატეგორიაში. ორიგინალი სუპერმოდელებიდან ყველაზე ბევრი ყდა მიიღეს: კარენ ელსონმა, კრისტი ტორლინგტონმა და ნაომი ქემბელმა. 178 მოდელიდან, რომელიც წელს ვოგის ყდაზე მოხვდა, მხოლოდ 14 არის აზიელი და ყველა მათგანი ყდაზე მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა. პრეცედენტები: 2019 წელს ვოგის ყდაზე პირველად მოხვდა ალბინოსი მოდელი. Thando Hopa პორტუგალიური ვოგის აპრილის ნომრის სოლო გარეკანს ამშვენებდა.

წელს ვოგის ყდაზე პირველად მოხვდნენ ვიტილიგოს კანის დაავადების მქონე მოდელებიც, Winnie Harlow & Shahad Salman არაბული ვოგის 2019 წლის ივნისის ნომრის გარეკანზე.

6 მოდელი, რომელიც 2019 წელს ვოგის ყველაზე ბევრ ყდაზე მოხვდა: ჯიჯი ჰადიდი – 8 გარეკანი გამოცემები: გერმანია, ბრაზილია, მექსიკა, ჩეხეთი, ჰონგ-კონგი, არაბეთი, იტალია, ლათინური ამერიკა.

ადუთ აკეჩი – 8 გარეკანი გამოცემები: ავსტრალია (2), პარიზი, იაპონია(2), იტალია, გერმანია, ბრიტანეთი.

ირინა შეიკი – 7 გარეკანი გამოცემები: რუსეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ესპანეთი, ჰონგ-კონგი, ლათინური ამერიკა, იაპონია.

ბელა ჰადიდი – 6 გარეკანი გამოცემები: რუსეთი, ავსტრალია, ჰოლანდია, იაპონია, ესპანეთი, საბერძნეთი.

ბირჯიტ კოსი და ლუნა ბაილი – 5 გარეკანი თითოეულს გამოცემები, რომლის ყდაზეც ბირჯიტი მოხვდა: ჰოლანდია, ესპანეთი(2), გერმანია, რუსეთი. გამოცემები, რომლის ყდაზეც ლუნა მოხვდა: ჩინეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, გერმანია, ბრაზილია.

რაიან ვან რომფეი – 5 გარეკანი გამოცემები: პარიზი (3), იტალია, გერმანია.

#მოდა #დიზაინი #ვოგი #ვოგისგარეკანი #სტატისტიკა #წარმატებულიმოდელები #ტოპმოდელები
Tbilisi
#მოდა
0