კოსოვოს ბრალდებული პრეზიდენტი საერთაშორისო სასამართლოს „ისტორიის გადაწერაში“ ადანაშაულებს

0
კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი, რომელსაც ბრალად წაუყენეს ომის დანაშაული და კაცობრიობის წინაშე დანაშაული, საერთაშორისო სამართლებრივ უწყება ბრალად სდებს „ისტორიის გადაწერს“ მცდელობაში. თავის პირველ კომენტარში მას მერე, რაც მას სხვებთან ერთად 1990-იან წლებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულში ბრალი წაუყენეს, 26 ივნისს ტაჩიმ თქვა, რომ ის ბრუნდება კოსოვოში მას მერე, რაც გაწყვიტა მზგავრობა აშშ-ში და ორ დღეში ერს მიმართავს. „არავის შეუძლია ისტორიის გადაწერა“, დაწერა მან ინსტაგრამში ინგლისურ და ალბანურ ენებზე. სერბეთის ყოფილმა ოლქმა  ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს დამოუკიდებლობა, რომელსაც სერბეთი, რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი არ აღიარებს. ტაჩი კოსოვოს განთავისუფლების არმიის მეთაური იყო. ეს არმია შედგებოდა კოსოვოელი ალბანელებისგან, რომლებიც ებრძოდნენ ბელგრადის უშიშროების ძალებს 1998-1999 წლებში. 24 ივნისს ჰააგაში საგანგებო პროკურატურის ოფისმა გამოაცხადა, რომ ტაჩი და სხვა ეჭვმიტანილებს „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ 100-მდე მკვლელობისთვის“, ასევე "ადამიანების ძალადობრივ გაქრობაში, დევნასა და წამებაში“. დანაშაული შეეხებოდათ ასეულობით კოსოვოელი ალბანელის, სერბისა და ბოშას, ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფების წევრებს, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებს, იტყობინება პროკურატურა. ტაჩი ადრე უარყოფდა ყოველგვარ დანაშაულს. კოსოვოს პრეზიდენტი აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში-თეთრ სახლში უნდა შეხვედროდა სერბ კოლეგას, ლექსანდარ ვუჩიჩს 27 ივნისს და მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე უნდა ემსჯელათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30692824.html
#ახალი_ამბები
#twitter
0