Pop-up შეტყობინებები facebook_ზე

0
Facebook-მა განაცხადა, რომ პლატფორმას ახალ ფუნქციას ამატებს. სოციალური ქსელი გააფრთხილებს მომხმარებლებს, სანამ ძველ სტატიას/ამბავს გააზიარებენ. ერთგვარი საინფორმაციო Pop-up თქვენს ეკრანზე მაშინ გაჩნდება, თუ 90 დღეზე ძველი სტატიის გაზიარებას გადაწყვეტთ. შეტყობინება ინფორმაციასთან ერთად „უკან დაბრუნების“ შესაძლებლობასაც გვაძლევს, ან გაზიარებაზე თანხმობის საშუალებასაც, იმ შემთხვევაში, თუ სტატიის სიძველის მიუხედავად, მაინც გავაზიარებთ მას.
#technology
#tech
#facebook
#ახალიამბები
0