თავდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

0
სერბეთის თავდაცვის მინისტრ ალექსანდარ ვულინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. „მას შემდეგ რაც სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის ყველა კონტაქტს, მათ შორის ალექსანდარ ვულინს ტესტირება ჩაუტარდა. მინისტრის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა“, - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, ვულინს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ის თავს კარგად გრძნობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
0