ზუგდიდში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინა დაიწვა

0
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა ხანძრის შედეგად დაიწვა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
0