ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

0
აშშ-ის "დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენელი, სენატორი ბობ მენენდესი კონგრესს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის თაობაზე განცხადებას სენატორი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. საუბარია, New York Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ "თალიბანის" მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს. მენენდესის განცხადებით, ვინაიდან დონალდ ტრამპი რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ აპირებს, ეს სენატორებმა უნდა გააკეთონ. სენატორის განცხადებით, მისი წინადადება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დეკემბერში გამოვიდა და კენჭისყრის მოლოდინშია.
0