ვლადიმერ პუტინი: კორონავირუსი არავის შემოუგდია

0
არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს, არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ ვირუსი სპეციალურად შემოგვიგდო, საფუძველს არის მოკლებული. თუ ვინმე ამ ვერსიას ემხრობა, აქედან კარგი არაფერი გამოვა. ვფიქრობ, ვირუსს უნდა ვებრძოლოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვეძიოთ, საიდან გაჩნდა ის, “-აღნიშნა პუტინმა. რუსეთში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის 634 437 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 9 073 ადამიანი, 399 087 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
0