ბრაზილიაში COVID 19 -ის 30 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 552 ადამიანი გარდაიცვალა

0
ბრაზილიაში კორონავირუსის 30 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 1 344 143-ს მიაღწია. გასულ 24 საათში, ვირუსს კიდევ 552 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლთა რიცხვი ამ დროისთვის მთლიანობაში 57 622-ს შეადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, ვირუსისგან 733 848 პაციენტი განიკურნა. ყველაზე მეტი შემთხვევა სან-პაულოს შტატში ფიქსირდება, შემდეგ არის რიო-დე-ჟანეირო. ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით, მეორე ადგილზეა.
0