ბორის ჯონსონი - კორონავირუსის კრიზისი სრული კოშმარი იყო ქვეყნისთვის

0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისი ქვეყნისთვის კატასტროფა იყო. „ეს კატასტროფა იყო. მოდით, ნუ შევარბილებთ სიტყვებს. ეს სრული კოშმარი იყო ქვეყნისთვის და ქვეყანამ ძლიერი შოკი განიცადა. თუმცა, ასეთ მომენტებში გვეძლევა ცვლილებების შესძლებლობა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ იმის გამოკვლევა უნდა მოხდეს, თუ როგორ გაუმკლავდა მთავრობა კორონავირუსის კრიზისს, თუმცა ეს მოგვიანებით უნდა განხორციელდეს. „რა თქმა უნდა, უნდა შევისწავლოთ, თუ რა და როდის არ გამოგვივიდა. ეს კარგად მესმის და ამას ვიზამთ. თუმცა, ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიას ვებრძვით. სამომავლოდ აუცილებლად გამოვიტანთ დასკვნებს ამ სიტუაციიდან“, - დასძინა ბორის ჯონსონმა. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 311 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 550 ადამიანი კი გარდაიცვალა.
0