5 votes
comments
shares
Save
6 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის Visa on Arrival რეჟიმი ამოქმედდება.

რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ სჭირდებათ წინასწარი ვიზის აღება.

საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
5
Write a comment