გოლოდომორი ამერიკულად - დიდი დეპრესია აშშ-ში.

0
ამერიკელები ხშირად საუბრობენ კომუნისტების მიერ ჩადენილ ბოროტებაზე, რეპრესიებზე, გულაგებზე, გოლოდომორებსა და ა.შ. სპეციალური კომისიებიც კი იქმნება იმისათვის რომ სიღრმისეულად იკვლიონ საკითხი, თუმცა რამდენად ახსოვთ ამერიკელებს ის რაც 30-იან წლებში საკუთარი ქვეყნის შიგნით ხდებოდა? 3 წლის განმავლობაში შტატებმა საკუთარი წარმოება თითქმის გაანახევრეს. ზემოთ აღნიშნულმა პროცესებმა გამოიწვია უმუშევრობა, შედეგად კი შიმშილი, რამაც უამრავი მოქალაქე დააკარგვინა ქვეყანას. 30-იანების დასაწყისი ამერიკაში ნამდვილ ჰუმანიტარულ კატასტროფად იქცა. უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობამ 12, 5 მლნ ადამიანი შეადგინა. მდგომარეობამ პიკს 1933 წელს მიაღწია, როდესაც უმუშევრად დარჩენილ ადამიანთა რიცხვი 17 მილიონ ადამიანამდე ავიდა. (აქვე ეპოქის პატარა შტრიხი) 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ფირმა "ამტორგმა" მცირე ანაზღაურებაზე ვაკანსია გამოაცხადა, მუშაობის მსურველთა უმეტესობა ამერიკელი იყო. ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს ყოველმა მეორე ამერიკელმა გამოაგზავნა განაცხადი. ამას დაემატა "ნახევრად დასაქმებულთა" რაოდენობა. American Federation of Labor- ის კვლევის მიხედვით, 1932 წელს, სრულად დასაქმებული მშრომელთა მხოლოდ 10% იყო. მხოლოდ 1935 წლის აგვისტოს, კრიზისის დასაწყისიდან 5 წლის შემდეგ, როდესაც ის ადამიანები, ვინც "ბაზრის ადაპტაცია ვერ გაიარა" დაიღუპნენ, მიიღეს სიცოცხლის დაზღვევის კანონი. თუმცა ეს არ შეეხო არც ფერმერებს და არც მუშებს. დაახლოებით 1933 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყეს მუშების მცირედით დახმარება. ადმინისტრაციას დიდი ხნის განმავლობაში უმუშევრობასთან ბრძოლის ფედერალური გეგმაც კი არ გააჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ყველა ქალაქი თუ შტატი უკვე მთლიანად გაღარიბდა. როდესაც შიმშილი ნიუ-იორკს შეეხო, ხელისუფლება იძულებული გახდა ქუჩებში უფასო სუფები დაერიგებინა. მასიური უმუშევრობა, უფულობა, სიღატაკე, ბავშვთა შრომით ექსპლუატაცია ამ პერიოდის ნამდვილ სახედ იქცა. გაჩნდა მიტოვებული ქალაქები, როგორც მას შემდეგ, მოჩვენება-ქალაქები უწოდეს. საერთო ჯამში, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბავშვებში დაფიქსირდა, თუმცა სრული მონაცემები არც აქ გვაქვს, რადგან არ არსებობდა ადგილობრივი რეგისტრაციის და პასპორტის გამართული სისტემა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვთა სიკვდილიანობა დღემდე მწვავე საკითხია. ეკონომისტები და ისტორიკოსები დღემდე არ არიან შეთანხმებული „დიდი დეპრესიის“ გამომწვევი რეალური მიზეზების თაობაზე, მათ შორის, მიზეზების დასახელება იდეოლოგიური ჭრილიდანაც განიხილება. ეს მხოლოდ „დიდ დეპრესიას“ არ ეხება. ნებისმიერი კრიზისის დროს მემარჯვენე ეკონომისტები და პოლიტიკოსები ცდილობენ, კრიზისის გამომწვევი მიზეზები მთავრობის ქმედებებში ეძიონ, ხოლო მემარცხენე ეკონომისტები და პოლიტიკოსები კრიზისის საწყისებს ბაზრის არასრულყოფილებითა და რეგულაციების ნაკლებობით ხსნიან. „დიდი დეპრესია“ 1929 წელს ნიუ- იორკის საფონდო ბირჟის კრახით დაიწყო.1929-1933 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 15%-ით შემცირდა. საერთაშორისო ვაჭრობა განახევრდა, აშშ- სა და ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის დონემ 25%-ს გადააჭარბა. ამერიკის ბანკების მესამედი გაკოტრდა. „დიდი დეპრესიის“ შესაჩერებლად პოპულარული გახდა ჯონ მეინარდ კეინზის მიდგომები, რომელიც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისთვის მთავრობას ბიუჯეტიდან ხარჯვის ზრდას ურჩევდა. პოლიტიკა ამერიკა დეპრესია
0