გოსტიბე

0
დამღლელი კვირის განსატვირთად შაბათ-კვირის ბუნებაში გატარება ყოველთვის კარგი იდეაა. ამ პოსტში ერთი პატარა მაღალმთიანი რეგიონის ამბავს მოგიყვებით, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ.

გოსტიბე დღეს

ამ უცნაური ჟღერადობის ლამაზი პატარა სოფელი ზღვის დონიდან 1550 მეტრზე იმყოფება. შიდა ქართლის მხარეს, კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. რთული მდებარეობის გამო სულ 18 მოსახლე ჰყავს. სოფელში ახლახანს გაიყვანეს დენი, არ იჭერს მობილური ტელეფონი და ინტერნეტი, არ არის სკოლა და საავადმყოფო. რთულად ასასვლელი გზის გამო მოსახლეობამ ნელ-ნელა მიატოვა სოფელი. ზამთარში და წვიმიან ამინდში ასვლა თითქმის შეუძლებელია.
მიუხედავად რთული პირობებისა, ზაფხულში დამსვენებლები ყოველთვის ჰყავს. გოსტიბეს გარშემო მთები, ტყე და ალპური ზონა აქვს შემორტყმული. საოცრად ლამაზია დროის ყველა სეზონზე.
პატარა ჯადოსნურ სოფელს ჰგავს სადაც შეგიძლია მთლიანად დაისვენო ყოველდღიურობისგან, ბოლომდე განიტვირთო და დროებით თავი დააღწიო ინტერნეტისა და ტექნოლოგიების სამყაროს.

ისტორია

პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. 1652 წელს მეფე როსტომმა გოსტიბე უბოძა იორამ სააკაძეს. გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ გოსტიბე სახასო სოფელი გახდა. XVIII საუკუნეში გოსტიბის მოსახლეობა ლეკთა თარეშის გამო ამოწყდა. 1866 წლიდან გოსტიბეში დასახლდა გუდამაყრიდან და ფშავიდან გადმოსული მოსახლეობა. სოფლის მახლობლად შემორჩენილია X საუკუნის დასასრულს (ან X–XI საუკუნეების მიჯნის) წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია.

თუ გოსტიბეში გადაწყვეტთ მოგზაურობას

▪️ აუცილებლად შეუთანხმდით წინასწარ ადგილობრივ ტაქსს რომ სოფლამდე უსაფრთხოდ მიხვიდეთ; წვიმიან-თოვლიან ამინდში ასვლა განსაკუთრებით საშიშია. ▪️ ღამით ძალიან ცივა, აუცილებლად წაიღეთ თან თბილი ტანსაცმელი; ▪️ ირგვლივ არ არის მაღაზია/აფთიაქი/საავადმყოფო, დარწმუნდით რომ ყველაფერი გაქვთ თან. ▪️ არ იჭერს მობილური ტელეფონი და ინტერნეტი.
ბოლოში ჩემს გადაღებულ რამდენიმე კადრსაც შემოგთავაზებთ ✨
ბედნიერი დასვენება ?
#მოგზაურობა
#სოფელი
#გოსტიბე
#კსპი
#კასპისრაიონი
#კასპი
#კასპისმუნიციპალიტეტი
#გზაში
#ჯანსაღიცხოვრება
#სიმშვიდე
#სასვენება
#განტვირთვა
#შაბათდღესგანტვირთვა
0