ბათუმში დადასტურებული COVID 19-ის ორივე შემთხვევა იმპორტირებულია

0
ბათუმში კოვიდინფიცირებული ორივე პაციენტი საქართველის მოქალაქე. ისინი 46 წლის და 58 წლის მამაკაცები არიან. ორივე მძღოლია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მსუბუქი და მათ პნევმონია არ აღენიშნებათ. ისინი ცხელების ცენტრებში პირდაპირ საზღვრიდან მოათავსეს, პისიარ ტესტების შემდეგ კი კლინიკა "მედალფაში" მოათავსეს. კლინიკის დირექტორი ინგა ხოზრევანიძე ამბობს, რომ ორივე იმპორტირებული შემთხვევაა და ინფიცირებულებს სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. კლინიკა მედალფა პირველ ივლისამდე რჩება, როგორც კოვიდცენტრი, შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ჩვეულებრივ რეჟიმში აპირებდა მუშაობის გაგრძელებას. ახალი პაციენტების მიღების შემდეგ, კლინიკის მენეჯმენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას და ადგილზე დარჩებიან თუ სხვაგან გადაიყვანენ პაციენტებს
0