მაიკლ ჯექსონის Neverland-ს დაანგრევენ?

0
თუ მყიდველი არ გამოჩნდა, Neverland-ი შესაძლოა დაინგრეს. პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის კუთვნილი მამული აშშ-ში კალიფორნიის შტატში მდებარეობს. გარდაცვალებამდე ბოლო 15 წელი ჯექაონი სწორედ აქ ცხოვრობდა. მამულს თავიდან Sycamore Valley Ranch ერქვა, თუმცა პოპ-მუსიკის მეფემ, მისი საყვარელი გმირის პიტერ პენის საპატივცემულოდ სახელი შეუცვალა და მას Neverland-ი დაარქვა. Neverland-ი 1982 წელს აშენდა. მამულში არის 6 საძინებელი, აუზი, ბაღები და ზოოპარკი. მამულის ტერიტორიაზე არის ტბა, სამი სასტუმრო სახლი და მშვენიერი ხედი მთების პეიზაჟით. ჯექსონმა ეს ადგილი 1988 წელს იყიდა. შესყიდვის თანხა $19, 5-დან $30 მილიონამდეა. 2003 წელს მომღერალი პედოფილიაში დაადანაშაულეს. სახლი ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გასაყიდად გამოიტანეს. 2019 წელს Neverland-ი $31 მილიონად იყო შეფასებული. თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. რეალთორები აცხადებენ, რომ თუ მამული არ გაიყიდა, მაშინ Neverland-ი შესაძლოა დაინგრეს.
0