ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები ისევ დაიხურა

0
კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და წყლის პარკები ხელახლა დაიხურა არიზონას შტატში. CNN-ი ინფორმაციით შეზღუდვა .ძალაში 30 დღის განმავლობაში დარჩება. შტატის გუბერნატორის, დაგ დუსის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლების გახსნა 17 აგვისტოსთვის გადაიდო. აიკრძალა ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. შტატში ამ დროისთვის კორონავირუსის 75 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა კალიფორნიაშიც, სადაც ორშაბათს კორონავირუსის 7 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 223 000-მდე გაიზარდა. ახლადგახსნილი ბარების ხელახლა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ტეხასსა და ფლორიდაშიც, ხოლო ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ, დახურული ტიპის კვების ობიექტების გახსნა, რომელიც ამ კვირაში იგეგმებოდა, დროებით კვლავ გადადო. შეზღუდვები გამკაცრდა კანზასის შტატშიც. გუბერნატორ ლაურა კელის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ივნისში, აშშ-ის 22 შტატში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 2 681 811 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1 117 177 და დაიღუპა 128 783 ადამიანი.
0