გერმანიაში COVID 19-ის 498 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 12 ადამიანი დაიღუპა

0
გერმანიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 194 259-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 8 973-ს მიაღწია. ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით გერმანია მე-14 ადგილზე დგას მსოფლიოში.
0