ჩინეთმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა

0
ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კანონს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ცნობისათვის კანონის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება. კანონი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა ცნობილია რომ ჰონგ-კონგის მთავრობას მოეთხოვება, ძირითადად ახალი კანონის თანახმად იმოქმედოს, ზოგიერთ შემთხვევაში პეკინს ჰონგ-კონგის ხელისუფლების წინადადებისა და გადაწყვეტილების გაუქმების უფლება ექნება. გარდა ამისა, ახალი კანონის ფარგლებში, ჩინეთმა ჰონგ-კონგში შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტო შექმნას, რომელიც ქალაქის მთავრობას „ზედამხედველობასა და მხარდაჭერას“ გაუწევს. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს, პეკინი კი ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და შეთქმულებასთან ბრძოლაა.
0