ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 7 პეკინში გამოვლინდა. ცნობისათვის, პეკინთან ახლოს მდებარე ანქსინის მუნიციპალიტეტში, სადაც 500 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. დღის განმავლობაში ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ეძლევა სახლიდან გასვლის უფლება იმისთვის, რომ საკვები, მედიკამენტები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინოს. ჩინეთში, ეპიდემიის გავრცელების დღიდან, კორონავირუსის 83 531 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.
0