საქართველო თუ გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა

0
საქართველო თუ გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოში კოლაფსი გამოიწვიოს, ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა. "მანამდე ჩვენ არანაირ მატებას არ ველით, რადგან ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ინფექცია ფაქტობრივად და ვისგან უნდა გავრცელდეს? საქართველომ გაუძლო პირველ გამოცდას, როცა საჭირო იყო ინფექციის შეკავება, გაუძლო მეორე გამოცდას, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და არ გაიზარდა ახალი შემთხვევები. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს. თუ ეს ასე არ მოხდა და შემთხვევები გაიზარდა, ამისთვის ჩვენ უნდ ვიყოთ მზად, პირველ რიგში კლინიკური სექტორი. მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კლინიკური სექტორი, როგორც მომზადებული და წარმატებული შეხვდა პირველ ტალღას ისე, რომ თავისი შესაძლებლობების ერთი მეხუთედის გამოვლენაც კი არ დასჭირვებია, თუ იქნება ახალი ტალღა ტურიზმის გახსნის მერე, ჰოსპიტალური სექტორი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეხვდება ასევე მომზადებული", - აღნიშნა ცერცვაძემ.
0