რა უნდა ვიცოდეთ მართვის მოწმობის ასაღებად

0
იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა მართვის მოწმობის მისაღებ როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკულ გამოცდაში, პირველ რიგში, აუცილებელია, დაიცვათ მთავრობის რეკომენდაციები და მომსახურების სააგენტოში პირბადით გამოცხადდეთ. რა პროცედურების გავლაა საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად, დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, იმედა მაკასარაშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, საგამოცდო ცენტრებში დაცულია კორონავირუსისგავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები. „მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით რეგულარულად ამუშავებს. პირველ რიგში, გამოცდაზე მოსულ პირს უტარდება თერმოსკრინინგი, შემდეგ ხელის ხსნარით დამუშავება და ამის შემდეგ ის გადადის სატრანსპორტო საშუალებაში ან თეორიული გამოცდის ოთახში. „მართვის უფლების მისაღებად, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გარკვეული კლება გვაქვს. ამ პერიოდში განსაკუთრებული დაინტერესება არც თეორიული და არც – პრაქტიკული გამოცდების მიმართ არ შეინიშნება. რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე 2020-05-06 რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ მოგვიწია გარკვეული სერვისების შეზღუდვა. გავაჩერეთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, გარკვეული ტიპის სერვისები კი გვქონდა დისტანციური არხების მეშვეობით. ამჟამად ჩვეულ რეჟიმში, რეკომენდაციების დაცვით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა „იმედის დილის“ ეთერში. მართვისმოწმობა რეკომენდაციები
tbilisidaily
0