კანონიერი ქურდის - ვანიკ ქუთაისელის გარდაცვალების შესახებ რუსული გამოცემა იუწყება

0
, , Прайм Крайм"-ის ცნობით ქუთაისში 82 წლის კანონიერი ქურდი ვანიკ კაზაიშვილი გარდაიცვალა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილი იყო , როგორც ვანიკ ქუთაისელი. სააგენტოს ცნობით ის მიმდინარე წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. კაზაიშვილი დაიბადა 1938 წელს თერჯოლის რაიონში .საბჭოთა საქართველოს კრიმინალურ ისტორიაში ვანიკ ქუთაისელი ხელმძღვანელობდა ყველაზე გახმაურებულ საქმეს , რომლის გახსნაშიც მთავარი როლი საბჭოთა საქართველოს გმირმა გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსი ინაურმა ითამაშა. ბოლოჯერ კაიზაიშვილი დაპატიმრებული იყო 2012 წელს, ქუთაისში . მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გამოძალვის გამო. მას შემდეგ რაც შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ვანიკ ქუთაისელს, ისევე როგორც ძალიან ბევრ კანონიერ ქურდს შეეხო ამინისტია - წერს რუსული სააგენტო .
#საინტერესოფაქტები
#საქართველო
#რუსეთი
#ქურდობა
#kutaisidaily
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0