ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 860 შემთხვევა დადასტურდა

0
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 860 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 274 974-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის დამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს 990 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 55 961-ს მიაღწია. ცნობისათვის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების ასევე დაღუპულების რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. #კორონავირუსი #კოვიდ19 #კორონა
#ახალიამბები
0