7 votes
8 comments
0 shares
Save
1 views
Qimo Qimo
Tbilisi · 1 year ago
ada kakutia

da

Tatia Tenoshvili

ეს ფოტოები რამდენ ხნიანი ინტერვალითაა გადაღებული? 😀😀 🤣🤣


Qimo Qimo
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
შეთქმულების თეორია
Tbilisi · 1 week ago
ადამიანის მთვარეზე დაჯდომა ფარსი იყო!
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ამტკიცებს, რომ პროექტი „აპოლო” და ადამიანის მთვარეზე დაჯდომა სიცრუე იყო. სურათზე ხედავთ, როგორ ვარჯიშობენ ბაზ ოლდრინი და ნილ არმსტრონგი ნასას შექმნილ ბაზაზე, რომელიც მთვარის ზედაპირის მოდელს წარმოადგენს. თეორიის მომხრეთა მტკიცებით, სწორედ ასეთ ბაზაზე გადაიღეს ფოტოები და შემდეგ გაასაღეს წარმატებულ რეალურ გაფრენად. რეჟისორმა ბარტ სიბრელმა 2001 წელს გადაიღო დოკ. ფილმი „A Funny Thing Happened on the Way to the Moon”, სადაც ის ამბობს, რომ მთვარეზე გადაღებული სურათები რეალურად დედამიწაზე შეიქმნა, ხოლო ნასას ხომალდებს მთვარისკენ მიმავალი გზის მაქსიმუმ ნახევრის გავლა შეეძლოთ. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ გაცილებით უკან იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირი და პირველობა რომ არ დაეთმოთ, ეს ხრიკი ამიტომ მოიგონეს. სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის 6-დან 20%-მდე ნაწილს, ხოლო რუსების 28%-ს არ სჯერა „აპოლოს” პროგრამის რეალურობის.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 days ago
გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება-იყო თუ არა დიდუბეში დაფიქსირებული ფურგუნი მცხეთაში
შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც - მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, საიდანაც "მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცი გადმოდის და საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა აქამდე მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. საქმის ახალი დეტალები მხოლოდ გუშინ, ექსკლუზიურად "მთავარისთვის" გახდა ცნობილი. ეკა კვესიტაძის "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია. დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს: "ტოიოტამ გააკეთა თავის შავი საქმე. ბავშვი ამ დროისათვის არის უკვე გარდაცვლილი. სავარაუდოდ და ჩვენი წყაროების ცნობით, მისი ცხედარი არის ფერად შენობაში. ეს მანქანა. ე.წ. მაღალი პასადკა, არის ან ჯიპი, ან ფურგონი რაც ჩვენ ვნახეთ. ცხედარი იმყოფება ფერად შენობაში, 5 წუთი სჭირდება შენობიდან ცხედრის გადმოტანას მანქანაში და ეს მანქანა მიემართება თბილისისკენ. ამის შემდგ იწვება ეს შენობა. იმისათვის, რომ მიკრონაწილაკი დნმ-ის, ცხედრის იქ არ დარჩეს"- ამბობს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ უნდა ყოფილიყო, დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა. ამასთან, გუშინ საღამოს ასევე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, მაყურებელს უჩვენა კადრები, თუ როგორ ჩერდება ავტომობილი დაახლოებით 5 წთ-ის განმავლობაში, ე.წ. ფერად სახლთან. სანაია, მის მიერ მოპოვებულ ვიდეო-მასალას, გვარამიას მოპოვებულ მასალასთან პარალელს ავლებს და სოციალურ ქსელში კითხვას სვამს, არის თუ არა ერთი და იგივე, დიდუბეში და მცხეთაში დაფიქსირებული მანქანები. "პირველ ფოტოზე მიკროავტობუსი, რომელიც წერეთელზე ჩერდება და იქიდან გადმოსული ადამიანი მიემართება ამირხანაშვილის მიმართულებით. ---- დანარჩენი სამი ფოტო. მცხეთა. ფერადი სახლიდან ლიდერფუდის მიმართულება. ჩვენ მიერ გუშინ გაშვებული კადრების მონაკვეთში ფერადი სახლიდან ლიდერფუდამდე ჩაიარა სულ სამმა მიკროავტობუსმა. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას ზუსტად - წერეთლის მიკროავტუბუსი და ლიდერფუდთან გადაღებული სამი მიკროავტობუსიდან არის თუ არა რომელიმე ერთი და იგივე. სულ ორი პასუხია - კი ან არა. ამ სამი მიკროავტობუსიდან რომელიმე იმ ღამით ჩამოვიდა წერეთელზე თუ არა ? აგერ ფოტოები,"-წერს სანაია სოციალურ ქსელში.
+3
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 days ago
"გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, ვინ სად იყო"
ინფორმაციასა და ფოტომასალაზე, რომლის მიხედვითაც 18 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, მცხეთიდან წამოსული ახალგაზრდების ნა-წილმა თემქაზე, იუბილარ ანი გაბეჩავას მეგობრის სახლში გადაინაცვლა, პირ-ველ კომენტარს აკეთებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი მარიამ ხატისკაცი. მარიამი სხვებთან ერთად იმყოფებოდა თემქაზე და ის ამბები.ჯი-სთან ადასტურებს, რომ გავრცელებული ფოტოები ნამდვილად შემთხვევის ღამესაა გადაღებული. "თემქაზე წავედით იმისთვის, რომ უბრალოდ გაგვერკვია, რა მოხდა. რაც გავრცელდა, ეს იმ ღამის სურათებია. მეც ვიყავი იმ დროს იქ, უბრალოდ -0:00 ფოტოებში არ ვარ, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი და ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო და ა.შ. ვრეკავდი აქეთ-იქეთ. იაკობს დაბადების დღეზე, მცხეთაში არ გადაუღია ფოტოები, რადგან გვიან მოვიდა და როგორც ფოტოგრაფი, ისე არც იყო მოწვეული" - ამბობს მარიამ ხატისკაცი. წყარო: ამბები.ჯი შაქარაშვილი ხატისკაცი TbilisiDail
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 days ago
ნარეკვავიდან-თემქაზე გაგრძელებული წვეულება-რატომ არ ყვება ფოტოგრაფი ჩვენებაში სიმართლეს (ფოტოები)
ნარეკვავიდან-თემქაზე, რატომ არ ყვება ფოტოგრაფი ჩვენებაში სიმართლეს, სად წავიდა 18-19 ივნისის შემთხვევის შემდეგ. ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და თან წერს, რომ ფოტოგრაფმა და დაბადების დღეზე მყოფმა ახალგაზრდებმა, მათ შორის იუბილარმა წვეულება თემქაზე გააგრძელეს, რასაც ფოტოები მოწმობენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთი ახალგაზრდა აღნიშნულ ფაქტს საგამოძიებო უწყებებთან არ ყვება. იაკობ ბრეგვაძის მიერ გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს გამთენიისას გადაღებული კადრები. "1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს. 2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი. 3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან. რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება ? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე ? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე - თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხა ჯერ მერსედესის, შემდეგ კი ტოიოტას შემადგენლობა ? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ? ასევე დავდე ერთ-ერთის - თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან მერსედესისა და ტოიოტას ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად იციან პრობლემის სიმძიმე ? შეგახსენებთ, იაკობი დილამდე თემქაზე რჩება და ამას მასპინძელი ადასტურებს და ის ფოტოებიც, რაც ავტვირთე. ახალგაზრდები (ნაწილი მაინც ) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს - ფოტოებშია. მათ იციან იაკობისგან, რომ თავდასხმა მოხდა მცხეთაში, ხიდთან, მაგრამ სად გაქრნენ იაკობთან ერთად მყოფი ახალგაზრდები ? რა ბედი ეწიათ მათ ? ამაზე აქვთ იმ დროს პასუხი ? თემქის ბინაში იმყოფებიან: იუბილარი ანა გაბეჩავა მარი და ვაჟა ადეიშვილები - მასპინძლები ლიზი ნადირაძე მარიამ კვაჭაძე გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში. მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე,"-წერს სოციალურ ქსელში სანაია.
+4
Mariam Chabrava
Tbilisi · 1 month ago
დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში
15 ივლისიდან ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ, ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს ულამაზესი პარკი. დენდროლოგიურ პარკში გადაღებული ფოტოები 🍀🌿🌳##news ##opinion ##nature ##park ##beautyTbilisi Senaki
Artubani
Tbilisi · 3 weeks ago
V-J Day თაიმსის მოედანზე
✅ გავიხსენოთ ძველი და ისტორიას შემორჩენილი ფოტოები, თავიანთი ავანგარდულობით და ორიგინალურობით. ♻️ალფრედ ეიზენსტაიტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია აშშ-ს საზღვაო ძალების მეზღვაური, რომელიც მედდას კოცნის, ეს არის დღე რომელიც მოიხსენიება "იაპონიის დღის გამარჯვება"-დ 📸ფოტო გადაღებულია ნიუ–იორკის თაიმსის მოედანზე 1945 წლის 14 აგვისტო. 🟢ფოტო გახდა კულტურული არტეფექტი. 🟢პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში Life, სათაურით V-J Day თაიმსის მოედანზე. 🟢 იგი დარჩა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხატოვანი და ცნობილ სურათად. ♻️ ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ პორტალზე 🎭🎨🎹🎺🥁🎸🎻#არტუბანი #photography #photo #art #newyork #retro #ისტორია #ფოტოგრაფია #ხელოვნება
Nicholas Production
Tbilisi · 1 month ago
უწიგნურობა და მწარე რეალობა ...
ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ; თუ რამ ძვირფასის ვიტრინაში გამოფენა; ვალით გადახდილი ქორწილი; ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი; ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი; შვიდსართულიანი სუფრა და დალევა გულის რევამდე; ქელეხი; ექს ემიგრანტების ქედმაღლობა; სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით; დიპლომისათვის სწავლა; მიმტანისადმი დამოკიდებულება; თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის ხელოვნურობა; სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება; შეყვარებულის მიმართვის ტექსტები; მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა; კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები; ფულით ნაყიდი მოძღვრები; ეკლესიებში მრევლის სამი კატეგორია: მდიდრები, სტაჟიანები და ცოდვილები, რომლებიც წინა ორ დაჯგუფებაზე გულწრფელნი არიან... ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად; თბილისს შესეული სამღვდელოება და სექტანტებისთვის გადაცემული რეგიონები; ქუჩაში გამოტანილი რწმენა; ძიება, ცოცხალი წმინდანებისა, მათი საფლავების გაკერპება; დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა? წმინდა წერილის გვერდის ავლით დაწყებული „ეკლესიურობა“; სოციალური ქსელების სტატუსები; ამავე ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები, „ულამაზესი ხარ“; ჯანღონით სავსე კაცის სოციალური დახმარება; ყველაფერზე წამსვლელი მასწავლებელი; მკვლელი, მკითავი და გამატყავებელი ექიმი; მშიერი ჟურნალისტი, რომლიც თავისი ჭკუით სიმართლეს იცავს და საკუთარი უფლება კი ვერ დაუცვია! დანაგვიანებული ქუჩები და სკვერები; შარდის სუნი ლიფტებში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ჰოი, საოცრებავ! რუსთაველზე... დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული; პროდუქტის წონაში დაკლება! მშიერი მწერალი; დღევანდელი მწერალთა კავშირი და მათი შემოქმედება; ტუალეტში და დაქალთან ჩუმად მოწეული სიგარეტი; საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის გულაობა; ოჯახის შექმნა ვნების საბაბით; შეყვარებულობა მოლაპარაკებით; დასაოჯახებელზე ზეწოლა, რომ დაოჯახდეს! სამღვდელო მოქმედების შედეგად აღებული გასამრჯელოთი დაბრკოლებული „მორწმუნე“; და ამავე მიზეზით წესაუგები მიცვალებული; მიცვალებულისთვის ნივთების გატანება და სასაფლაოს არქიტექტურა; სამარშუტო ტაქსების მუსიკალური რეპერტუარი და ამით უფლებადარღვეული მგზავრი; მეგობრის და; სტომატოლოგის უსუფთაობით ც ჰეპატიტით დაინფიცირებული პაციენტი; ქეიფი და გართობა ნისიად; დაობებული ბიბლიოთეკა; გაპარვა ოჯახის შექმნის მიზნით; ქორწილში ცეკვისას გაკეთებული ბეჭედი; დედამთილისთვის დაძახებული დედა; ბიძიებისთვის ნაჩვენები პასპორტი; ახლა უკვე იდ ბარათიც... უწიგნურობა! უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა! ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ დღეს საქართველო წიგნიერების თვალსაზრისით ერთ–ერთი ბოლო ქვეყანაა მსოფლიოში! ამ ყოველივეზე გული მტკივა და ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდეს ამ ჩამონათვალზე და რაღაც შეცვალოს? როდესაც ამ ჩამონათვალს ვაკეთებდი, აღმოვაჩინე, რომ მეც ბევრი რამ მეხება და მინდა, ბრბოსგან დადგენილი დოგმებისგან გავთავისუფლდე, რათა ნამდვილად დასაცავი დოგმა არ დამეკარგოს!!!" მამა დავითი.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
ვამბობდით, რომ მაჟორიტარებზე გვაქვს კონსენსუსი, ბოლო დღეებში კი, რიტორიკა შეიცვალა - ჯაფარიძე
თვეების განმავლობაში ვამბობდი, რომ არის კონსენსუსი, არჩევნებზე ერთმანეთს კონკურენტები არ დავუყენოთ. ბოლო დღეებში დავინახე, რომ ფირფიტა გადაატრიალეს და რიტორიკა შეიცვალა - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც ამასთან დაკავშირებით საუბრობდა, გუბაზ სანიკიძეა, ამიტომ მას ეჭვი აქვს, რომ ამ ყველაფერის უკან "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები დგას. "პირველი ვინც მახსოვს, გუბაზ სანიკიძე იყო ვინც თქვა, რომ ეს ფორმატი აზრს მოკლებულიაო. სანიკიძე მგონი ნანახიც არ მყავს არც ერთ შეხვედრაზე. არ ვიცი, სააკაშვილთან აქვს ფოტოები და ვიდეოები გადაღებული და მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის ერთ თამაშში. ამიტომ აღვიქვამ, რომ შეიძლება იქედან მოდიოდეს ეს ფირფიტის გადატრიალება ეჭვის დონეზე. მაჟორიტარების განაწილების შინაარსი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ერთმანეთს კონკურენტები არ დავუყენოთ, არამედ ის, რომ ჩვენ თუ ყველა ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, ხელისუფლებას დავათმობინეთ მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული, მოდი მაშინ პროპორციულობის წესებით ვითამაშოთ მაჟორიტარებშიც და პარტიების რეიტინგების მიხედვით გავანაწილოთ ეს მაჟორიტარები. მეორე ვერსია, რომ მეორე ტურში ყველამ დაუჭიროს მხარი ოპოზიციიდან გასულ კანდიდატს, აწყობს დიდ პარტიებს და ეგეთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს იმედი, რომ მეორე ტურში ყველგან გავა ის, ყველგან თუ არა უმეტესობაში და მერე სხვა ოპოზიციური პარტიები იძულებული იქნებიან, რომ მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.