რესპუბლიკელები თეთრ სახლს რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული “რეაგირებისკენ“ მოუწოდებენ

0
აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ თუ დადასტურდება ცნობა, რომ რუსეთი ფულად ჯილდოს სთავაზობდა ექსტრემისტებს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვის სანაცვლოდ, ამას რუსეთისათვის შედეგი უნდა მოჰყვეს. „უკვე დიდი ხნის წინ გახდა აშკარა, რომ რუსეთს არ სურს ჩვენი სიკეთე ავღანეთში“, -განაცხადეს რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა მაკ ტრონბერიმ და ლიზ ჩეინიმ მას შემდეგ, რაც გაეცვნენ მოხსენებას ავღანეთში რუსეთის შეთქმულების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ექსტრემისტების მიერ ამერიკელი და ნატოელი ჯარისკაცების დახოცავს ფულადი ჯილდოს საფასურად. ხოლო რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და მაიკლ მაკკოლმა განაცხადეს, რომ დაჟინებით მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება, "მიიღოს სწრაფი და სერიოზული ზომები, რათა პასუხი აგებინოს პუტინის რეჟიმს“, რესპუბლიკელი კონგრესმენების თანახმად, მათ უკვე აცნობეს, რომ მიმდინარეობს ყველა ანგარიშის დეტალური შემოწმება, რაც ყოველთვის წინ უძღოდეს ნებისმიერ საპასუხო ნაბიჯს. ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური აშშ-ში, რაც  „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, 26 ივნისს აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს სთავაზობდა ფულს აშშ-ისა და კოალიციის ჯარის სამხედროთა მოსაკლავად. 30 ივნისს კი გაზეთმა გამოაქვეყნა ახალი სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციული ძალების წარმომადგენლებმა სავარაუდო რუსული შეთქმულების შესახებ, აშშ-ის ხელმძღვანელობას არაუგვიანეს თებერვალში აცნობეს წერილობითი ანგარიშის სახით. მედიის პუბლიკაციების პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თალიბებს შორის ასეთ გარიგებაზე ამერიკის დაზვერვამ ინფორმაცია არ მიიჩნია „სარწმუნოდ“ და ამიტომ არ უცნობებიათ ის აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისათვის. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ კი აღნიშნა, რომ „სადაზვერვო უწყებებს შორის არ არსებობს კონსენსუსი“, იმსახურებს თუ არა ნდობას, რუსეთის მხრიდან თალიბების სავარაუდოდ ფულადი დაჯილდოვების თაობაზე მოპოვებული ცნობები. https://www.radiotavisupleba.ge/a/30698498.html
#ახალი_ამბები
#twitter
0