ამონარიდები რომანიდან “… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”

0
?“.. მერე საკუთარი ტექნიკაც შეასწავლა; ასწავლა სიძულვილი არასდროს გამოამჟღავნოო, მუდამ შეინარჩუნე სიმშვიდე, დაელოდე და აუცილებლად მოიპოვებ თუნდაც სულ მცირე უპირატესობას, აუცილებლად მოესწრები მსხვერპლის ოდნავ მოდუნებას და უკვე მერეღა გადაცვი ყულფი, მაგრად მოუჭირე და აღარსდროს, არასდიდებით აღარ მოადუნოო, მხოლოდ ასე მოიყვან ჭკუაზეო, დაარიგა.” „აღგზნებული წესრიგი, ყოველდღიური ერთფეროვნებით დაჰიპნოზებული სახეები…” “ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რა ძალა აქვს სიცილს.” ” … დანარჩენებს კაცურად გაცინებისაც ეშინიათ. თავიდანვე მაგან დამცენტრა – არავინ რო არ იცინოდა. რაც აქ შემოვედი, ჯერ გულიანი სიცილი არ გამიგონია, როგორი ამბავია?! გაცინებაც თუ ვეღარ მოახერხე მორჩა, საბოლოოდ დაბრედილი ხარ. ქალი თუ ეგრე გაათამამე, სიცილიც რო დაგავიწყოს, დაგრხევია და ეგ არი. ეჭვიც თუ გაგიჩნდა, მგონი მაჯობაო, ჩათვალე…” ” .. როცა ვიღაც ნატრობს, ცხოვრება გაგიმწაროს, მთავარია უზრუნველი და უდარდელი კაცის იერი შეინარჩუნო, უკეთესად ძნელად გააღიზიანებ.” ” … იმ განცდამ დამაავადმყოფა, რომ საზოგადოების დიდი ვეებერთელა, მაკაცრად გახევებული საჩვენელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც – სირცხვილი, სირცხვილი-ო გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა.”
#გუგულისბუდეზესხვაგადაფრინდა
#წიგნები
#ახალიამბები
0