ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ახალი ბინადარი.

0
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით ფარშევანგს შვილი შეეძინა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ახალი ბინადარი ჰყავს. ფრინველი რამდენიმე კვერცხზე იჯდა, თუმცა ჯერჯერობით ერთი გამოიჩეკა. 2019 წელს თბილისის ზოოპარკმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 4 ფარშევანგი აჩუქა.ახლა კი პატარა ნამლევის გამოჩეკვის შემდეგ, ბოტანიკურ ბაღში 5 ბინადარი ბინადრობს. ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : „მაისში დაიწყო კვერცხების დადება. შემდეგ კრუხობის პერიოდი ჰქონდა და ჯერ ერთი გამოიჩეკა, ვნახოთ შესაძლებელია, კიდევ ეყოლოს.“ #ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #ახალიბინადარი #ფარშევანგი #ნამლევი #zugdididaily
0