100 % ოკუპირებული საქართველო

0
აქ შემეძლო მესაუბრა ხელისუფლება ვერსუს ოპოზიცია, მთავარი არხი თუ იმედი? თუმცა არ ვიქნები ბანალური და შევეცდები ორად გაყოფილ და 100%-ით ოკუპირებულ ქვეყნის ისტორიას მეტად ჩავუღრმავდე და მივიწყებული თემები წინ წამოვწიო. (ზემოთხსენებულს არავინ გამორიცხავს) ოდითგანვე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჟურნალ-გაზეთებს ბეჭდავდა და ცარის რუსეთის დროს შეფარულ კრიტიკას წერდა, განსაკუთრებით აქტუალური იყო ხიდჩატეხილობის თემა და ისტორია. "ინტელიღენცია" თუ საზოგადოება ? და ინტელიგენტ საზოგადოებაზე რას იტყოდით ? იმის მიუხედავად, რომ მათი ჯაფა ნამდვილად დასაფასებელია, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველა წერდა, რომ იმ დროინდელი ინტელიგენცია და სწავლულნიც კი შიდა პაექრობას გადაყვნენ. მათი შესანიშნავი თხზულებებიც ვიწრო წრეში იკითხებოდა, ხოლო პრობლემა ვერ დაიძლია და სხვათაშორის დღემდე აქტუალურია. ნეპოტიზმი, ახალგაზრდების და უფროსების ჭიდილი, იდეოლოგია, წარსულის გამოცდილება, შეცდომები, როგორც გნებავთ ისე დაარქვით, მაგრამ დღეს ვხედავთ ორად გაყოფი საქართველოს, სადაც არცერთი მხარე ალტერნატივას არ იძლევა. როდის დავიწყებთ ახალგაზრდებზე ფიქრის ? ხომ არ არის დრო, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ისინიც ჩაერთონ ? არც ძველი გვარდია თმობს პოზიციებს, რადგან ახალგაზრდების მიდგომებს არ ცნობს, და თავის მხრივ ახალგაზრდებიც აკრიტიკებენ უფროსებს, რადგან მათი მიდგომები მოძველებული ჰგონიათ, შედეგად იკარგება საერთოობის განცდა და ჩნდება დიდი უფსკრული. ორად გაყოფილ თბილისში ცალკე ადგილი ეკუთვნით 10%-ში შემავალ მმართველებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სხვა დანარჩენს. ისმის კითხვა, სამართალი ორივე შემთხვევაში თანასწორია ? რა თქმა უნდა არა. განათლება, რომელიც 21-ე საუკუნეში თითქოს ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, აღმოჩნდა რომ ბევრისათვის მიუწვდომელია. ათასობით სტუდენტს უსახსრობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული. ზოგი გადასახადის გამო მუშაობს და შესაბამის განათლებას ვერ იღებს. (სხვა გზა არ არის). შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი თამაშს ეთიშება. სამართლიანია ? არა. თვითონ განათლების სტრუქტურაზე ამჯერად არ ვისაურებ, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ იმდენად დრომოჭმული და არაფრის მომცემია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორს როცა ემატება შედეგად ქვეყნიდან გაქცეულ საზოგადოებას ვიღებთ. ანუ "გადინებულ" ტვინებს, რომლებიც არა სხვა, არამედ საკუთარ ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ. სწორედ ამიტომ, მგონი დადგა დრო გადავხედოთ შეცდომებს, მიდგომებს, აღმოვაჩინოთ, რომ შემდეგი თაობა უკვე გაიზარდა და ყური ვუგდოთ მათ მოთხოვნებს. თავის მხრივ, ახალგაზრდებმაც უნდა მოჰკიდონ ხელი საქმეს და მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლონ. დამეთანხმებით ალბათ, რომ ახლა ნამდვილად ცვლილებების დროა.
politics
news
opinion
0