მართვის მოწმობებს მოტყუებით იღებენ?

0
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, იმისთვის რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევბი რეალურად შემცირდეს, საჭიროა, მართვის მოწმობის გამოცდები ევროდირექტივების შესაბამისად ჩატარდეს. მესხიშვილმა ამბობს, რომ საქართველოში ავტოსკოლების ნაწილი მართვის მოწმობის ასაღებად განკუთვნილ საგამოცდო პროგრამას, ადამიანებს კოდირებული მეთოდებით ასწავლიან, შესაბამისად მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მართვის მოწმობას პროგრამის მოტყუებით იღებენ. „უფროსის თანხლებით ავტომობილის მართვის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში 16-17 წლის ადამიანს მართვის მოწმობის აღების მიუხედვად ავტომობილის დამოუკიდებლად ტარება 1 წლის განმავლობაში არ შეუძლია. მას გვერდით უნდა ჰყავდეს პირი, რომელსაც ავტომობილის მართვის, მინიმუმ, 6 წლიანი გამოცდილება აქვს. რაც შეხება იმას, რომ 23 წლის პირს შეეზღუდოს მანქანის დამოუკიდებლად ტარების უფლება, ეს არასწორი მგონია. 23 წლის ადამიანს მძღოლადაც კი შეუძლია მუშაობა. თუ გვინდა, რომ ნამდვილად შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები, ამისთვის, პირველ რიგში, ვურჩევ ქალბატონ გუგულის, და სხვა პარლამენტარებსაც, გადახედონ რატომ არ გადის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის რელაურ სივრცეში. საქართველოში მართვის მოწმობებს ევროდირექტივების შეუსაბამოდ ვიღებთ. გამოცდები ტარდება კოდირებული თაღლითური ჯგუფების მიერ. თვითმარქვია ავტოსკოლები კოდირების გზით ამზადებენ ბავშვებს და ისინი მართვის მოწმობებს იღებენ საგამოცდო პროგრამის მოტყუებით და მართვის მოწმობას იღებენ პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი რეალური ცოდნა, არც თეოურიული, არც პრაქტიკული და შესაბამისად, არ გააჩნიათ საჭირო უნარ-ჩვევბი. ეს არის რეალური პრობლემა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება“, - აცხადებს დავით მესხიშვილი. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ თუ ავტოავარიების შემთხვევათა დიდი ნაწილი სტატისტიკურად 19-დან 23 წლის მძღოლებზე მოვა, ამ შემთხვევაში 23 წლამდე პირს ზედამხედველის გარეშე დამოუკიდებლად ავტომობილის მართვის უფლება კანონით უნდა შეეზღუდოს. წყარო: Pia.ge მართვისმოწმობა გამოცდა
TbilisiDaily
0