მომეცით შვილის ნახვის საშუალება, მე ის ძალიან მენატრება

0
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლეგიონერმა მაიკლ დიქსონმა "ტვიტერზე" ემოციური წერილი დაწერა. იგი ევროკავშირს მიმართავს, გააღოს კორონავირუსის დროს საბერძნეთის კარი, რათა მცირეწლოვანი შვილის სანახავად ჩასვლა შეძლოს. აი, დიქსონის დაწერილი ტექსტიც: "ევროკავშირო, გთხოვ გახსნა საბერძნეთის კარი. ძალიან მენატრება ჩემი ვაჟი. იგი ნახევარი წელია არ მინახავს. მომეცით ჩემი ბიჭის ნახვის საშუალება. მე ის ძალიან მიყვარს."
0