ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებით გამოდის კორონავირუსის გავრცელების თაობაზე, აშშ შეზღუდვების მოხსნისგან უკან იხევს

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოვიდა სერიოზული გაფრთხილებით, რომ კორონავირუსის პანდემია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ოდესმე. აშშ-ში 1 ივლისს 50 ათასს პირველად გადააჭარბა ახალი შემთხვევების რაოდენობამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში შემთხვევათა დღიურმა ზრდამ მსოფლიოში  უმაღლეს დონეს, 160 ათასს მიაღწია. აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, 1 ივლისს აშშ-ში ეს რიცხვი 52 ათასს უდრიდა. აშშ-ის ოფიციალური პირები იძულებული არიან შეაჩერონ შეზღუდვების გაუქმება რესტორნებში, ბარებსა და პლაჟებზე, რაც მოსახლეობას იმედს გაუცრუებს 4 ივლისის დასვენების დღის და საერთოდ, შაბათ კვირის მოლოდინში. ზოგიერთი შტატის ხელისუფლება იძულებული გახდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების გაუქმების გეგმა შეეჩერებინა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, პირველ ივლისს აშშ-ში კოვიდ-19-ის ინფექცით დაღუპულთა რიცხვი 700 იყო და გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ, 128 ათასს მიაღწია. აშშ-ში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 2, 7 მილიონია. ბრაზილიაში, რომელიც აშშ-ის მერე კორონავირუსის შემთხვევებით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, 1 ივლისს დაღუპულთა რიცხვმა 60 ათასს მიაღწია. მექსიკაში, 1 ივლისს, ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების თანახმად,  დაღუპულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა და ესპანეთს გაასწრო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30702184.html
#ახალი_ამბები
#twitter
0