25 Views
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შედგა გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებან??

ვუყურე მხოლოდ ერთ კანდიდატთან გასაუბრებას და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო სამარცხვინო პროცესი❗️მაზოხიზმისა და თვითსიამოვნების უცნაური მიქსი❗️❗️ საზოგადოებისადმი უპატივცემულობა❗️❗️❗️

წარმოუდგენელია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სხვას უწესებდე მაღალ სტანდარტს, როცა თავად ყოველგვარი, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების ფარგლებს მიღმა ხარ...მინუს უსასრულობაში რამდენიც ენებოთ, ოღონდ არა კამერების წინაშე და საჯაროდ❗️❗️❗️

საიდანღაც გადმოწერილი კითხვებით ვითომ ,,გატისკეს” ის გზააბნეული კანდიდატი...აპლოდისმენტები??????

რა პრიმიტივიზმია?!.

ერთი ვერ გამიგია კიდევ, - ცალკეულ ინდივიდებს, ან - ჯგუფებს, რატომ მიაჩნიათ თავიანთი ხმა სრულიად ერის ხმად❓❗️

რატომ არ ფიქრობენ, რომ დემაგოგიის ყველაზე ნიჭიერ გამოვლინებასაც კი ადვილად ვმიჯნავთ ჭეშმარიტებისგან❓❗️

P.s. ზოგჯერ, ძალიან მინდა ზოგიერთებს მათსავე ენაზე გავესაუბრო, ანუ - გავეჯიბრო უზრდელობასა და უტიფრობაში, მაგრამ არა, ვერ დავდებ ამხელა პატივს. დრო და ის, ადამიანთათვის შეუცნობელი კანონზომიერება იქნება მათი მსაჯულიც და მკურნალიც (თუ დაექვემდებარნენ მკურნალობას, რა თქმა უნდა).

#საქართველო  #განათლება  #კულტურა 
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
22
Write a comment