“აია სოფიას” საკითხი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოლიტიკური სტატუსი

0
მეექვსე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მიერ აშენებული “აია სოფიას” ტაძარი, ქრისტიანული სამყაროს სიმბოლოდან მუსლიმური ოსმალეთის იმპერიის “გაფართოების” სიმბოლომდე, საუკუნეების მანძილზე მუდამ იყო იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის საგანი. მას შემდეგ რაც ოსმალთა სულთანმა მეჰმედ II-მ, 1453 წელს კონსტანტინოპოლი (დღესდღეობით ცნობილი როგორ ქ. სტამბოლი) დაიპყრო, იგი ისლამური რელიგიის ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად - მეჩეთად აქცია. ასობით წლის მანძილზე, მთელი მსოფლიოს მუსლიმები თავყვანს სცემდნენ სტამბოლის “არქიტექტორულ სამკაულს” და შენობაში ყოველდღიური ლოცვები იმართებოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმამ ქვეყნის სეკულარიზმისა და მოდერნიზაციის ნიშნად, მეჩეთი დახურა და “აია სოფია” მუზეუმად გადააკეთა. მოწოდებები “აია სოფიასთვის” წარსული ფუნქციის დაბრუნების შესახებ მას შემდეგ მოდის. ბოლო წლების მანძილზე, ზემოხსენებული მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, ძირითადად თურქეთის რელიგიურ-ნაციონალური და ნაციონალისტური ტერიტორიებიდან, რომლის მკვიდრი საზოგადოება ყოველი წლის 29 მაისს, ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის დღეს ქ.სტამბოლში აღნიშნავს. ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევს საბერძნეთი და შეერთებული შტატები, რომელთა მტკიცებით, ისტორიულ შენობას (რომელიც 1985 წლიდან UNESCO-ს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული) უნდა შეუნარჩუნდეს მუზეუმის სტატუსი თურქეთში მცხოვრები ქრისტიანული უმცირესობებისა და მსოფლიო ისტორიის პატივისცემის ნიშნად. კერძო ასოციაციის შეუამდგომლობის საფუძველზე, გასულ კვირას თურქეთის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა შეიკრიბა, რომლებმაც ათათურქის 1934 წლის ბრძანებულებას უნდა გადახედონ “აია სოფიას” მუზეუმად გადაკეთების თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ მანამდე ამ თემაზე შეტანილი სარჩელები “ჩავარდა”, ზოგიერთი სპეციალისტის მტკიცებით, სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს “სიმბოლური” ხასიათი აქვს. თურქეთის პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ოზთურქ ილმაზის განცხადებით, აღნიშნული იურიდიული საკითხი არ არის და მუზეუმის მეჩეთად გადაქცევას მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულება სჭირდება.

პოლიტიკური მნიშვნელობა

ახალგაზრდობის პერიოდში მისი სიმპათიების მიუხედავად, ერდოღანი 18 წლიანი მმართველობისას, ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებდა და ხელს არ უწყობდა საზოგადოებრივი დებატების წარმოშობას. საპასუხოდ, 2019 წლიდან მისი რიტორიკა შეიცვალა, რის შემდეგაც თურქეთის ლიდერმა საჯაროდ ორჯერ დააფიქსირა მოსაზრება “აია სოფიას” სტატუსის შეცვლაზე. 2019 წელს, პრეზიდენტმა ერდოღანმა მის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ იგი “აია სოფიას” მეჩეთად გადაქცევას გეგმავდა იმის საპასუხოდ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, ერდოღანის ქმედებები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და კორონავირუსული პანდემიის დროს, საზოგადოების ყურადღებას გადატანას და მისი პოპულარობის ზრდას ემსახურება. ეროვნული სენტიმენტების გაღვივებით, ერდოღანმა მის ე.წ. მრჩეველთა საბჭოს “აია სოფიაში” 15 ივლისს პირველი ლოცვის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა, რომელსაც სიმბოლური ხასიათი აქვს, 2016 წელს მომხდარი გადატრიალების მცდელობის 4 წლისთავთან დაკავშირებით. “აია სოფიას” სტატუსი შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით წინა კვირას, ბერძნულმა მხარემ UNESCO-ს მიმართა, რომლის პოზიციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კონვენციის დარღვევა იქნება. საკითხი დაგმო აშშ-ის მხარემ და მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ხელმძღვანელმა ბართოლემემ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Turkey #Hagia #Sophia #battle #reconvert #mosque #museum #UNESCO #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0