ტურისტული ადგილი იმერეთში , რომელზეც ძალიან ცოტამ იცის

0
გაბზარული ტბა -ბუნების ძეგლი, რომელიც ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება ღრმა ნაპრალი, რომლის ფსკერზე მდებარეობს ეს ტბა. ამავე ლოკაციაზე განთავსებულია მღვიმის შესასვლელიც. გაბზარულ ტბასთან ჩასასვლელად და ამ სილამაზის სანახავად საჭიროა საცოცი აღჭურვილობა, რადგან ნაპრალში მდებარე ბილიკი საკმაოდ ციცაბოა და სველი. თუმცა ნანახით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით
ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, ყუმის ვოკლუზური წყაროების ჩრდილო-დასავლეთით 1, 7 კმ. მდ. ყუმის აუზი. 166 მეტრი ზღვის დონიდან. მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი -7, 5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; სოფ. ყუმისთავი - გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი - 3 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.
#საინტერესო
#საინტერესოფაქტები
#საქართველო
#ტურიზმი
#იმერეთი
#kutaisidaily
#მოგზაურობა
0