ვინ იყო ქუთაისელი გამომგონებელი,რომლის საკაცეებითაც რუსეთ-თურქეთის ომში კავკასიის ფრონტი მარაგდებოდა

0
“1914 წ. I მსოფლიო ომის დასაწყისს ქ. ქუთაისში დავით იოსების ძე მიქაბერიძემ გამოიგონა საკაცეები დაჭრილთათვის (ერთცხენიანი და ორცხენიანი), განსაკუთრებით მოხერხებული სახმარისად მთიან ადგილებში. საკაცეები მოწონებული იქნა ა.კ. ფრონტის სანიტარულ სამმართველოს სპეც. კომისიის მიერ, რომლის სათავეში იდგა ცნობილი ლეჩხუმის დიდი თავადი იასონ გელოვანი. დ. მიქაბერიძემ მიიღო კომისიისაგან შეკვეთა, საკაცეები მზადდებოდა მის მიერ კუსტარულად და იგზავნებოდა კავკასიის ფრონტზე რუსეთ-თურქეთის 1914-16 წწ. ომის დროს. აღნიშნულ საკაცეების ნიმუშები დ. მიქაბერიძემ წარუდგინა, აგრეთვე, პეტერბურგში გენერალურ შტაბს. აქაც მოწონებული იყო, შედეგად დ. მიქაბერიძემ მიიღო მათგან პატენტი და შეკვეთა საკაცეების მასიურ გამოშვებაზე საერთო ფრონტზე გამსოაყენებლად. ეს მოხდა 1916 წელს, თუმცა განზრახვა არ იყო განხორციელებული, ომის დამთავრების და რევოლუციის დაწყების გამო. სურათებზე წარმოდგენილნი არიან წითელი ჯვრის საგანგ. კომისიის წევრები და სხ. საკაცეების გასინჯვაზე. სხვათა შორის თვით გამომგონებელი დ. მიქაბერიძე, კომისიის თავმჯდომარე ი. გელოვანი და სერგო ორჯონიკიძე, რომელიც იმ დროს მუშაობდა სანიტარ. რაზმში ფერშლად"
politics
news
opinion
kutaisidaily
0