20 მლნ დოლარის გაყიდვით ეროვნულმა ბანკმა ლარი დოლართან 1 თეთრით გაამყარა

0
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივლისს 20 მლნ დოლარი გაყიდა. ამით ლარი დოლართან 1, 04 თეთრით გამყარადა. ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით ლარი 20-ზე მეტ ვალუტასთან გამყარდა. ხვალიდან, 3 ივლისიდან გაცვლითი კურსი ასეთი იქნება: 1 დოლარი -  3, 0463 ლარი; 1 ევრო - 3, 4381 ლარი. ბოლო სამ თვეში ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 6 ივნისს იყო. ამ დღეს 1 დოლარის ყიდვა 2, 9562 ლარად იყო შესაძლებელი. ამავე პერიოდში ლარი ყველაზე მეტად 14 მაისს გაუფასურდა - 1 დოლარის ფასი 3, 2037 ლარი იყო. დოლარი სამლარიან ნიშნულს პირველად კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, 17 მარს გადასცდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30702656.html
#ახალი_ამბები
#twitter
0