მაღალტექნოლოგიური ხელთათმანი, რომელიც ჟესტურ ენას 98.63%-იანი სიზუსტით თარგმნის

0
კალიფორნიის უნივერსიტეტის UCLA ბიოინჟინრებმა შექმნეს მაღალტექნოლოგიური ხელთათმანი, რომელსაც სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, ჟესტური ენის 98.63%-იანი სიზუსტით თარგმნა შეუძლია. აღნიშნულის შესახებ კვლევა ჟურნალ Nature Electronics-ში, სამი დღის წინ გამოქვეყნდა. სისტემა რეალურ დროში მუშაობს და შეუძლია 660 ამერიკული ჟესტური ენის ნიშანის თარგმნა. მისი დახმარებით ჟესტური ენის არმცოდნე ადამიანები მასზე მოსაუბრე პირების გაგებას შეძლებენ. ხელთათმანები აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ხელის მტევნის ხუთივე თითის მოძრაობას აფიქსირებენ. სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია ხელთათმანზე განთავსებულ მომცრო მიკროსქემისკენ მიემართება. თავის მხრივ, მიკროსქემა უზრუნველყოფს სმარტფონში ჩაწერილი აპლიკაციისთვის უსადენო სიგნალების გადაცემას. აპლიკაციას კი ამ სიგნალების ტექსტად გარდაქმნა შეუძლია (60 სიტყვა წუთში).
#technology
#tech
#ახალიამბები
0