რომელი პროდუქტებია მდიდარი ანტიოქსიდანტებით და რატომ უნდა მივირთვათ ისინი?

0
ანტიოქსიდანტების თემა სადღეისოდ ძალზედ პოპულარულია. ყველამ იცის, რომ ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უჯრედთა დაზიანებისაგან დასაცავად რეკომენდებულია რეგულარულად ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღება. ანტიოქსიდანტი ანტიდამჟანგავს ნიშნავს. ოქსიდანტები კი საპირისპიროდ დამჟანგავებია, მავნე თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ბუნებრივად გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში. ისინი აუცილებელია ვირუსებთან და სხვა ინფექციებთან საბრძოლველად. თუმცა, მათი უკონტროლო გამომუშავება და დაგროვება ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას, იმუნური სისტემის დასუსტებას და უჯრედთა დაზიანებას იწვევს. ანტიოქსიდანტები ეფექტურად ერძვიან (ანეიტრალებენ) ოქსიდანტებს (მავნე თავისუფალ რადიკალებს) და იცავენ ორგანიზმს ვერაგი გართულებებისგან. ანტიოქსიდანტებით განსაკუთრებულად მდიდარია: • კენკრა; • შავი შოკოლადი; • მიხაკი; • დარიჩინი; • კურკუმა; • კაკაო.
#news
#health
#forhealth
#healthyfood
Tbilisi
0