ბათუმის "დინამომ" მეოთხე მატჩიც ფრედ დაასრულა

0
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის პირველი მატჩი გაიმართა . ბათუმის 'დინამომ' შინ ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის 'საბურთალო' მიიღო და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა. 61-ე წუთზე ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, გოლი ნონიკაშვილმა გაიტანა. 4 წუთში ბათუმის 'დინამომ' ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა მანჯგალაძემ მიითვალა , ხოლო გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.73-ე წუთზე მაჭარაშვილმა გაფრინდაშვილი წააქცია. 'საბურთალოს' მოედანზე კაცნალული დარჩა და თერთმეტმეტრიანიც დაინშინა , თუმცა ფლამარიონმს ლაზარე კუპატაძემ აჯობა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ ბათუმის 'დინამოს' 4 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება , ხოლო 'საბურთალო' 5 ქულით მე-4 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 9 ივლისს თბილისში ' ლოკომოტივის' წინააღმდეგ გამართავს.
0