სტანისლავ პეტროვი - ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან იხსნა!

0
თუკი საუკუნეების წინ ბატებმა რომი იხსნეს, 1983 წელს გარეული ბატები კინაღამ ბირთვული ომის დაწყების საბაბი გახდნენ. როგორც ირკვევა, 37 წლის წინ, 27 სექტემბერს, გარეული ბატების გუნდი აშშ-დან, კერძოდ, ალიასკიდან აფრენილ ბირთვულ რაკეტებად აღიქვა საბჭოთა კავშირის ოპერატიული მართვის პუნქტში, „სერპუხოვო -15“-ში, განთავსებულმა კომპიუტერულმა პლანშეტმა. მართვის პუნქტზე იმხანად მორიგეობდა ვიცე-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელსაც საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისათვის აუცილებლად უნდა ეცნობებინა ამერიკული სარაკეტო იერიშის შესახებ, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ბირთვული დარტყმა საბჭოთა კავშირის მხრიდან. ბირთვული ომის საფრთხე კი 37 წლის წინ მსოფლიოს ვიცე-პოლკოვნიკ სტანისლავ პეტროვის გამჭრიახობამ ააცილა. ოფიცერი ვითარების გაანალიზების შემდეგ მიხვდა, რომ სისტემამ შეცდომით იმუშავა და დაარწმუნა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი სხვა კოლეგები, რომ საქმის კურსში არ ჩაეყენებინათ შესაბამისი ხელმძღვანელობა, რითაც აცილებულ იქნა უზარმაზარი კატასტროფა. მისი ამ გმირობის შესახებ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი. 2013 წელს პეტროვს დრეზდენში დამსახურებული მშვიდობის პრემიაც გადასცეს
0