ტოპ -10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

0
2020 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 % შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით): 1. წიწიბურა - ფასი გაიზარდა 122, 8%-ით 2. ვაშლი - 95, 6%-ით 3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68, 3%-ით 4. ლიმონი - 49, 8%-ით 5. მწვანე ლობიო - 48, 9 6. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 48, 1%-ით 7. ნიორი - 47, 4%-ით 8. ფორთოხალი - 44, 4%-ით 9. ყურძენი - 40, 6%-ით 10. კივი - 40, 0%-ით ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით): 1. თვითმფრინავით მგზავრობა - ფასი შემცირდა 55, 4%-ით 2. ხახვი - (-29, 4)% 3. ბენზინი - (-25, 6)% 4. დიზელის საწვავი - (-25, 1)% 5. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - (-15, 2)% 6. სასტუმროს მომსახურების ღირებულება - (-12, 1)% 7.კარტოფილი - (-11, 1)% 8. გაზის საწვავი - (-9, 6)% 9. სტაფილო - (-8, 6)% 10. კომბოსტო - (-6, 8)%
0